თბილისში ახალი კერძო სკოლა „ჯეო სქაი სქულ“ გაიხსნა. სკოლის გახსნისადმი
მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას სკოლის ხელმძღვანელობა, პედაგოგები, მოსწავლეები
და მათი მშობლები, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა
მადონა ხარატიშვილმა, სკოლის ფინანსურმა მხარდამჭერმა, მეცენატმა ზაურ
ქორთოშიძემ, კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, რის შემდეგაც სკოლის
მოსწავლეებმა შეკრებილ სტუმრებს მუსიკალური ნომერი წარუდგინეს.
ინფორმაციისთვის, „ჯეო სქაი სქულ“ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
სასწავლებელი და მოწოდებულია აღზარდოს პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე,
ტოლერანტი, სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც მომავალში პროდუქტიულ
წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის ხარისხიან საგანმანათლებლო
მომსახურებას და ორიენტირებულია უცხო ენების და STEAM საგნების გაძლიერებულ
სწავლებაზე, სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და პრაქტიკული საგანმანათლებლო
პროექტების ფართოდ დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს „ჯეო სქაი სქულს“, ღირსეული
ადგილი დაიმკვიდროს თბილისის კონკურენტუნარიან სკოლებს შორის.
სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია:
მოსწავლეებს შეეძლოთ ანალიტიკური აზროვნება და საკუთარი აზრის
გამართულად გადმოცემა, ზეპირად და წერილობით;
მოსწავლეებს შეეძლოთ მიიღონ სწორი და დროული გადაწყვეტილებები;
მოსწავლეები აღიარებდნენ სამყაროს და საზოგადოების მრავალფეროვნებას და
იყვნენ ტოლერანტულები.
მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სასკოლო ფორმით და ტრანსპორტით.
სკოლაში ფუნქციონირებს 8 სასკოლო კლუბი, რომელთაგან სწავლის საფასური მოიცავს
7 კლუბს – ინტელექტუალთა კლუბი, დებატ კლუბი, ავიამოდელირება, დიზაინი და
მულტიმედია, თეატრალური კლუბი, კინოკლუბი, შრომის კლუბი, ხოლო მერვე –
ფიზიკა-მათემატიკური კლუბი მოსწავლეებს მოემსახურება შესაბამისი გადასახადის
სანაცვლოდ. სკოლაში ასევე, ფუნციონირებს ცეკვის წრე.
სკოლა ორიენტირებულია გაძლიერებული ქართული და ინგლისური ენების, ასევე
მათემატიკის სწავლებაზე, მოსწავლეებთან მუშაობენ ტუტორები, ხოლო ინგლისურს
ასწავლის ბრიტანელი პედაგოგი.
პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან
ორჯერადი კვებით, ხოლო მეოთხედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით – ერთჯერადი
კვებით.
,,ჯეო სკაი სქულს’’ სპონსორობას უწევს საეთაშორისო ავიაკომპანია „Geo Sky“. მისი
ინიციატივით შეძენილია 7000 კვ.მ ფართობის მიწა (თბილისი, კრწანისის ქ.) სკოლის
ახალი შენობის მშენებლობისათვის. შენობა არჭურვილი იქნება საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც საშუალებას
მისცემს მოსწავლეებს, მიიღონ მაღალი ხარისხის ცოდნა ზუსტ, საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებში, ასევე, დაეუფლონ უცხო ენებს.
სკოლაში იგეგმება პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა მსოფლიო ბაზარზე
მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად ისეთ პროფესიებში, როგორიცაა: ავიაინჟინერია,
ავიაკონსტრუირება, მფრინავი, ბორტგამცილებელი, ბორტმექანოკოსი. ავიაკომპანია
იღებს წარმატებული მოსწავლეებისათვის სახელობითი სტიპენდიების დანიშვნისა და
დაინტერესების შემთხვევაში, მათი დასაქმების ვალდებულებას.
მეცენატის ფინანსური მხარდაჭერით, სკოლა უზრუნველჰყოფს სოციალურად დაუცველ
მოსწავლეთა (12 სოციალურად დაუცველი მოსწავლე) უსასყიდლო განათლებასა და
მათი მომავლის დაგეგმვაში აქტიურ მონაწილეობას.