„ჯეო სქაი სქულ“-ი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს შეუერთდა 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება იმართება, რომელთა ფარგლებშიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდებიან შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. „ჯეო სქაი სქულ“-იც შეუერთდა ამ კამპანიას და სკოლის მედპერსონალმა, ხათუნა კედელაშვილმა მოსწავლეებს შიდსის თემაზე ლექცია ჩაუტარა. ინფორმაციისთვის, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, 1 დეკემბერს, მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, 1987 წლიდან აღინიშნება. #GeoSkySchool #GSS