“ჯეო სქაი სქულ”-ში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შშმ პირთა მდგომარეობასა და უფლებებზე. “ჯეო სქაი ქსულ”-ი შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში უფროსკლასელებმა სკოლის უმცროსკლასელებისთვის მოაწყვეს პრეზენტაცია შშმ პირთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სკოლის ფსიქოლოგი ლიკა ნადირაძე, რომლის ძალისხმევით დღევანდელ აქტივობას წინ უძღოდა ერთკვირიანი ტრენინგი და პრაქტიკული მუშაობის კურსი მოცემულ საკითხზე. შედეგად, დღეს ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა სპეციალურად ამ დღისათვის ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები შშმ პირთა უფლებების თემაზე.