26 აპრილი მფრინავთა საერთაშორისო დღეა – თარიღი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სკოლა Geo Sky-სთვის, რომლის სახელწოდებაც ცასთან, თავისუფლებასა და დიდ მიზნებთან ასოცირდება.
ამ დღეს სკოლა ერთ დიდ ავიაციურ სივრცედ გადაიქცა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ავიაციის სამყაროს, მის ისტორიას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიულ მიმართულებებს.
ღონისძიების ფარგლებში სკოლამ უმასპინძლა პარტნიორი ავიაკომპანია TCA-ის წარმომადგენლებსა და ავიაციის სფეროს პროფესიონალებს, რომლებმაც მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
სტუმრებს შორის იყვნენ
ავიაკომპანია TCA-ის ხელმძღვანელი თაქორთოშიძე
პილოტები დავით ქააძე და გიორგი ქორიძე
უსაფრთხოების მენეჯერი დავით მელანაშვილი
ავიაინჟინერი გიორგი მელიქიშვილი
ავიამოდელირების პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ ოთხმეზური
დღის განმავლობაში მოსწავლეები ჩაერთნენ მრავალფეროვან შემეცნებით და პრაქტიკულ აქტივობებში.
უფროსკლასელებმა მოამზადეს პრეზენტაციები ავიაციის ისტორიაზე — ძმები რაიტებიდან თანამედროვე საჰაერო ხომალდებამდე, ხოლო უმცროსკლასელებმა საკუთარი ხელით შექმნეს თვითმფრინავების მოდელები და გაეცნენ აეროდინამიკის საწყისებს.
ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი იყო მოქმედ პილოტებთან შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს რეალური გამოცდილებები, გაეცნენ პროფესიის სპეციფიკას და ისაუბრეს იმ უნარებზე, რომლებიც წარმატებული ავიატორისთვის აუცილებელია — დისციპლინა, პასუხისმგებლობა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და გუნდური მუშაობა.
სკოლა „ჯეო სქაიში“ მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავს მოსწავლეებში არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებასა და პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებას.



