„რა? სად? როდის?“ კლუბი
ინტელექტი • ლოგიკა • გუნდური მუშაობა
„რა? სად? როდის?“ კლუბი საბაზო და საშუალო
კლასების მოსწავლეთა გაერთიანებაა, რომლის მთავარი მიზანია
მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება და
მრავალმხრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
კლუბში მოსწავლეები ავითარებენ სწრაფი აზროვნების,
ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა
და ცოდნის სისტემატიზაციის უნარებს. განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა მიზანსწრაფულობას, თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებას, ლოგიკური დასკვნების გამოტანასა და
აზრის ნათლად და სწორად ჩამოყალიბებას.
ინტელექტუალური თამაშებისა და გუნდური აქტივობების
საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას,
ერთმანეთის მოსმენასა და საერთო მიზნის მისაღწევად
ერთობლივ მუშაობას.
ავიაციისა და კონსტრუირების კლუბი
აღმოაჩინე ავიაციის სამყარო, შექმენი საკუთარი მოდელები და გადადგი პირველი ნაბიჯები ავიაინჟინერიისკენ.
წვრილი მოტორიკა — ხელის მოძრაობებისა და სიზუსტის განვითარება.
სივრცითი აზროვნება — ფორმების, ზომებისა და სივრცეში განლაგების გააზრება.
კონსტრუირების უნარი — ნაწილების დაკავშირება და მოდელების შექმნა.
ხაზვა და ხატვა — ფანტაზიის, შემოქმედებითი ხედვისა და ტექნიკური ნახაზის უნარების განვითარება.
საფრენი აპარატების აგებულება — ვერტმფრენებისა და სხვადასხვა საფრენი აპარატის მოწყობისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა.
თეორიული ცოდნა — ავიაციის სფეროში დაგროვილი ცოდნისა და ძირითადი პრინციპების შესწავლა.
პრაქტიკული შესწავლა — სხვადასხვა მოდელის აგებულების უშუალოდ გაცნობა და მათი დეტალების გამოკვლევა.
ავიაციის ისტორია — საფრენი აპარატების განვითარების ძირითადი ეტაპების გაცნობა.
შექმნა და გამოცდა — მარტივი საფრენი აპარატების მოდელების შექმნა და მათი გამოცდა.
ავიაინჟინერიის საფუძვლები — საინჟინრო აზროვნებისა და ტექნიკური ცოდნის განვითარება.
ჩვენი ხედვა — მომავლის ავიაინჟინრები
გვჯერა, რომ ჩვენი მოსწავლეები მომავალში შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ქართული სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის განვითარებაში.
კრაფტისა და პრაქტიკული უნარების კლუბი
შემოქმედება, ტრადიციები და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი უნარები — სწავლა პრაქტიკით.
ჭრა-კერვა და ქსოვა
მოსწავლეები დაეუფლებიან ჭრა-კერვისა და ქსოვის საბაზისო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, შეისწავლიან თარგის აგებასა და გამოჭრას და განივითარებენ სიზუსტესა და შემოქმედებით უნარებს.
უსაფრთხოება და ტექნიკური უნარები
მოსწავლეები გაეცნობიან ელექტრომოწყობილობების გამოყენების ძირითად უსაფრთხოების წესებს და ისწავლიან მათ პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით გამოყენებას.
კულინარია და კვების კულტურა
კულინარიის გაკვეთილებზე მოსწავლეები გაეცნობიან ქართული სამზარეულოს ტრადიციებსა და ტრადიციულ კერძებს, სუფრასთან ქცევის წესებს, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსა და კვების კულტურას.
მებაღეობა და ბუნება
მებაღეობის საათებზე მოსწავლეები შეისწავლიან ქართული ტრადიციული მებაღეობის თავისებურებებს, ტრადიციულ სამებაღეო ხე-მცენარეებსა და სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულ მებაღეობის ტრადიციებს.
მათემატიკისა და ფიზიკის კლუბი
აღმოაჩინე მეცნიერების კანონები, იფიქრე შემოქმედებითად და ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციე.
მათემატიკური აზროვნება
მოსწავლეები მათემატიკურ უნარებს განივითარებენ თანმიმდევრულად და სისტემურად. შეისწავლიან კონკრეტულ მათემატიკურ ცნებებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირს.
საგანთაშორისი კავშირები
კლუბის პროგრამა მათემატიკას აერთიანებს სხვა ძირითად საგნებთან. მოსწავლეები დაინახავენ, როგორ გამოიყენება მათემატიკური ცოდნა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ყოველდღიურობაში.
ფიზიკა პრაქტიკაში
ფიზიკური კანონების შესწავლა მიმდინარეობს ჯგუფური მუშაობის, პრაქტიკული დავალებებისა და ექსპერიმენტების საშუალებით, რაც მოსწავლეებს თეორიული ცოდნის უკეთ გააზრებაში ეხმარება.
მეცნიერება ყოველდღიურობაში
მოსწავლეები აღმოაჩენენ, როგორ ვლინდება ფიზიკის კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში, კომპიუტერულ თამაშებსა და ტექნიკური მოწყობილობების მუშაობაში.
ლოგიკა და შემოქმედებითი აზროვნება
კლუბის აქტივობები ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, დაკვირვებისა და დამოუკიდებელი დასკვნების გამოტანის უნარების განვითარებას.
თანამედროვე აღმოჩენები
კლუბი მოსწავლეებს დაეხმარება არსებული ცოდნის სისტემატიზებაში და გააცნობს დამატებით ინფორმაციას თანამედროვე ფიზიკური აღმოჩენებისა და სამეცნიერო კვლევების შესახებ.
ვირტუალური ლაბორატორია
ვირტუალური ლაბორატორიისა და პრაქტიკული ექსპერიმენტების გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ ფიზიკური მოვლენების დაკვირვებას, კანონზომიერებების აღმოჩენასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას. ჯგუფური მუშაობა სასწავლო პროცესს უფრო საინტერესო და შემეცნებითს გახდის.
