ჩვენ შესახებ
ჩვენი მისია
შპს „ჯეო სქაი სქულის“ მისიაა უსაფრთხო, თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა. სკოლა მოწოდებულია აღზარდოს პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე, ტოლერანტი და სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში და მომავალში პროდუქტიულ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას, რაც მათ საშუალებას მისცემს, მომავალში დამოუკიდებლად დაეუფლონ ცოდნას და შეძლონ ლაღად „იფრინონ“ კარიერული მწვერვალებისკენ.
სკოლა ორიენტირებულია უცხო ენებისა და STEAM საგნების გაძლიერებულ სწავლებაზე, სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და პრაქტიკული საგანმანათლებლო პროექტების ფართოდ დანერგვაზე. ეს ხელს შეუწყობს „ჯეო სქაი სქულს“, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თბილისის კონკურენტუნარიან სკოლებს შორის.
სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია
მოსწავლეებს შეეძლოთ ანალიტიკური აზროვნება და საკუთარი აზრის გამართულად გადმოცემა ზეპირად და წერილობით.
მოსწავლეებს შეეძლოთ სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება.
მოსწავლეები აღიარებდნენ სამყაროსა და საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყვნენ ტოლერანტულები.
